მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, თბილისის წიგნის დღეები, რომელიც ათობით გამომცემლობასა და წიგნის უამრავ მოყვარულს ყოველი წლის შემოდგომაზე მასპინძლობს, ამჯერად ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. რა თქმა უნდა, გამომცემლობები ამ მნიშვნელოვანი ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებიან, ამიტომ წინ საინტერესო ღონისძიებებით, ფასდაკლებებითა და ახალი გამოცემების სიხარულით სავსე დღეები გველოდება. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპოჯორჯიას უზარმაზარ სივრცეში გაიმართება.
ნახვა »13-წლიანი ლოდინის შემდეგ ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება
ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. როგორც Avatar: The Way of Water-ის ახალი ოფიციალური ტრეილერიდან ვიგებთ, მოვლენები ძირითადად ოკეანეში ვითარდება და ფილმის შემქმნელების მიხედვით, ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ახალი ტექნოლოგიაც კი შეიმუშავეს. Avatar: The Way of Water სალის ოჯახის წევრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთმანეთის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. ფილმის ახალი ნაწილი იმ მოვლენებს აღწერს, რომლებიც …
ნახვა »ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა
როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა. პოეტური კრებული აერთიანებს 140-მდე ლექსს, წიგნში კი შესულია პუბლიცისტური წერილები და საუბრები. „მე რასაც ვწერ ლექსში, პოეტიკის ენაზე, შემდეგ ვთარგმნი პუბლიცისტიკის ენაზე. სულისკვეთება და სივრცე ამ ორივე წიგნს დაახლოებით ერთი აქვს, მაგრამ …
ნახვა »Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დიანა ანფიმიადის ლექსების კრებულია წარდგენილი
Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წარდგენილია დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული — რატომ აღარ ვწერ ლექსებს . როგორც ცნობილია, უორვიკის პრემია ქალთა თარგმანში ყოველწლიურად ლიტერატურული ნამუშევრების ინგლისურენოვან თარჯიმნებს გადაეცემათ, ხოლო შერჩეული ტექსტი დიდი ბრიტანეთის ან ირლანდიის გამომცემლობის მიერ უნდა იყოს გამოქვეყნებული. პრემია 2017 წელს უორვიკის უნივერსიტეტმა დააწესა …
ნახვა »ტიმ როტის შვილი, მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა
ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა. ის 25 წლის იყო. ამის შესახებ Guardian-ი წერს. გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც როტს 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს. „16 ოქტომბერს, დავკარგეთ ჩვენი მშვენიერი ბიჭი კორმაკი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. ის მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. განვლილი …
ნახვა »სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, შესაბამისად, მისი სახელწოდება „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ იქნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. გუნდის სახელწოდება კი იქნება „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“. „ეს გუნდი, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან საქმიანობას განაგრძობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. მისი …
ნახვა »მარჯანიშვილის თეატრში მარლენ ეგუტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში თეატრისა და კინოს მსახიობის მარლენ ეგუტიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული მონოსპექტაკლის – „კრეპის უკანასკნელი ფირი“ თოჯინური ვერსია. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა მარლენ ეგუტიას მიერ განსახიერებული პერსონაჟის – კრეპის …
ნახვა »ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა
დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ ევროპული პრემიერა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. „დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევარი საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ნახვა »ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული
ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული. როგორც ცნობილია, ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს შეადგენს. ცნობილია, რომ პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გა მოიყენა, რომელიც სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება. ქურთუკის დიზაინერი ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის …
ნახვა »ყველასათვის საყვარელ მომღერალს, ადელს, ინგლისური ლიტერატურათმცოდნის ხარისხის მიღება სურს
ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ადელის თქმით, ლას-ვეგასის შოუების დასრულების შემდეგ, სურს, ხარისხი მიიღოს ინგლისურ ლიტერატურაში. “მომღერლის კარიერა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მიმართ სიყვარულს ჩემს საქმიანობაშიც ვამჟღავნებ. კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს გამოცდილებაც მიმეღო, მაგრამ სწავლას ონლაინ ვაპირებ, მასწავლებლის დახმარებით. ესაა ჩემი გეგმა 2025 …
ნახვა »