პოლიტიკა

კულტურა

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”. პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა. “პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში …

ნახვა »

ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. საუკეთესო სამეულში  მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა …

ნახვა »

ICOMOS-ის დასკვნით, გელათის მონასტერზე განხორციელებული ჩარევების უმეტესობა საერთაშორისო პრინციპებს არ შეესაბამება

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS-მა) გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. რატომ არის მნიშვნელოვანი: გელათში სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო ხელმძღვანელობს და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა — შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი. ანგარიშის თანახმად, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია …

ნახვა »

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა.  რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: Bad Bunny – Titi Me Preguntó Beyonce – Cuff It Steve Lacy – Bad Habit Taylor Swift – Karma Rosalia – Despecha Quavo & Takeoff …

ნახვა »

საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმი შეიქმნება

კულტურის კომიტეტის სხდომაზე „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილეს. ​როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ელისო ბოლქვაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემდგომ, შესაძლებელი იქნება სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა. „კანონპროექტში სამხედრო მუზეუმი განიმარტება, როგორც ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური …

ნახვა »

სერიალ „ტვინ პიქსის“ მსახიობი ალ შტრობელი გარდაიცვალა

 ამერიკელი მსახიობი ალ შტრობელი, რომელმაც სერიალ „ტვინ პიქსში“ ცალხელა კაცის, ფილიპ ჯერარდის როლი შეასრულა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.  სერიალის პროდიუსერის, საბრინა საზერლენდის განცხადებით, ალ შტრობელი 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.  ალ შტრობელი სერიალის პირველ და მეორე სეზონებში მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე 1990 წელს …

ნახვა »

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

  ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების …

ნახვა »

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

 4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.) თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, წელს სწორედ აგნიეშკა ჰოლანდი იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე …

ნახვა »

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია. ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 30 ივნისს გამოვა.  

ნახვა »

მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

 თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.  ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.  1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია