პოლიტიკა

კულტურა

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. …

ნახვა »

სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტს მართავს, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე სრულდება ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიაქმა გამოთქვა და …

ნახვა »

დღეს ოკეან ელზი ქართველ მსმენელს შეხვდება

Tbilisi open air-ის სცენა დღეს უკრაინულ ჯგუფს მასპინძლობს. სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკვე თბილისშია და დღევანდელი საღამოსთვის ემზადება. ქართველი მსმენელი დღეს უკრაინელი ჯგუფისგან ნაცნობ და საყვარელ მუსიკას მოისმენს. “საქართველო ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ქვეყანაა. მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო, ყველაფერი…” – განაცხადა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა. ბრიფინგის ბოლოს, უკრაინელი არტისტი მარიუპოლიდან ლტოლვილ ბავშვს …

ნახვა »

გუგლის ანიმაცია ანა ფრანკის დღიურის გამოცემიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად

ანა ფრანკის დღიურის პირველი გამოცემიდან 75 წლისთავი გუგლმა ახალი დუდლით და ანიმაციით აღნიშნა. მსოფლიოში ცნობილი დღიურის ავტორი, რომელიც 15 წლის ასაკში ნაცისტური გერმანიის სასტიკ ქმედებებს ემსხვერპლა, ანიმაციაში მისი ნაწერების საშუალებითაა გაცოცხლებული. სლაიდშოუში დღიურის ყველაზე ემოციური სტრიქონებია გამოტანილი, რომლებიც გვიყვება, რისი გადატანა მოუხდათ ანას ოჯახსა და მეგობრებს. დუდლისა და ანიმაციის შესაქმნელად …

ნახვა »

დღეს Tbilisi Open Air-ი იწყება

დღეიდან სამი დღის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ი უცვლელ მისამართზე ბრუნდება. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სთოხვენ,  გაითვალისწინონ სტუმართა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და ტერიტორიაზე საყვარელი არტისტის გამოსვლამდე 1-2 საათით ადრე მივიდნენ, რათა თავი აარიდონ გზებზე შექმნილ საცობებსა და რიგს შესასვლელთან. ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი, პარასკევი MAIN …

ნახვა »

Imagine Dragons საქართველოსა და უკრაინის დროშებით – ვიდეო

Imagine Dragons-მა ვენაში გამართულ კონცერტზე სიმღერა Forever Young საქართველოსა და უკრაინის დროშებით შეასრულა. წყარო: vicky_ddk

ნახვა »

ნეტფლიქსი სტეინბეკის წიგნზე “ედემის აღმოსავლეთით” სერიალს იღებს

ამერიკული ლიტერატურის კლასიკის — ჯონ სტეინბეკის რომანის ”ედემის აღმოსავლეთით” მიხედვით ნეტფლიქსი სერიალს იღებს. სერიალის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ზოი კაზანი იქნება, რომლის ბაბუამაც, ელია კაზანმა 1955 წელს პირველად გადაიღო ამავე წიგნის მიხედვით ფილმი და სწორედ მასში შესრულებული როლით გაიცნო ფართო საზოგადოებამ შემდგომში უკვე ლეგენდად ქცეული მსახიობი — ჯეიმს დინი. ჯერჯერობით …

ნახვა »

Euphoria-ის ვარსკვლავი ჰანტერ შაფერი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში ითამაშებს

ცნობილი სერიალის Euphoria-ის ვარსკვლავი, ჰანტერ შაფერი, შიმშილის თამაშების ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში, სახელწოდებით ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე, ჰანტერი ახალგაზრდა ტიგრის სნოუს განასახიერებს — მომავალი პრეზიდენტის, კორიოლანუს სნოუს, ბიძაშვილსა და მესაიდუმლეს. ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბერს გამოვა. ის შიმშილის თამაშების ტრილოგიის წინაისტორიას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სიუზენ კოლინზმა, 2020 წელს გამოსცა. …

ნახვა »

ქვემო ქართლში ახალი სტადიონი შენდება

ქვემო ქართლში ახალი სტადიონი შენდება – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობას ითვალისწინებს. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა …

ნახვა »

წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა. პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5. მატჩის ბედი მესამე პერიოდში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია