პოლიტიკა

მსოფლიო

ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს!

მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს.” – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, …

ნახვა »

რობერტა მეცოლა – ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა …

ნახვა »

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა – 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, აგრძელებდნენ პოპასნას კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი შეეცდებიან სამხრეთიდან სივეროდონეცკის ალყაში მოქცევას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაშია აღნიშნული. „მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”, მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ …

ნახვა »

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი – რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო

​ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ სერ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო. მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო შესუსტებულია და ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის სრულად დაკავებას. რადაკინი ამბობს, რომ რუსეთმა დაკარგა სახმელეთო ძალების 25 პროცენტი და ამის სანაცვლოდ მინიმალური სარგებელი მიიღო. „სტრატეგიულად, რუსეთმა ომი უკვე წააგო. ნატო გაძლიერდა, ფინეთი და შვედეთი …

ნახვა »

რუსეთის პატრიარქს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელიც მიმართულია უკრაინაში ბავშვების მიმართ ბარბაროსულ მოპყრობაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ. მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან კომისარი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა, 2 000 უკრაინელი ბავშვის ქვეყნიდან „იძულებით გადაყვანისა და გაშვილების“ გამო. სანქციები დაუწესდა რუსეთის პატრიარქ კირილსაც, რომელიც პუტინის დიდი ხნის მოკავშირე და უკრაინაში …

ნახვა »

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევის ოლქის ქალაქ ირპინში იმყოფებოდნენ. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ქალაქის მონახულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინის არმიის გმირობა შეაქო და განაცხადა, რომ მათ რუსული ძალების „ბარბაროსობის კვალი“ იხილეს. ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

ნახვა »

საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან საფრანგეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია“, – განაცხადა კლემან ბონმა France Info-სთან.

ნახვა »

ოლექსი რეზნიკოვი – ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა. „ამას …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია