პოლიტიკა

მსოფლიო

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

დღეს აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს. აშშ-ის საელჩო ამ დღესთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ” სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა …

ნახვა »

სავარაუდო ტერორიზმი კოპენჰაგენში – არის მსხვერპლი

დანიის დედაქალაქ კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კოპენჰაგენის პოლიცია დაღუპულების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სავაჭრო ცენტრში არიან დაშავებულებიც. დანიის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დანიის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი. სავაჭრო ცენტრში სროლის დაწყების მოტივი უცნობია, მაგრამ კოპენჰაგენის პოლიციაში აცხადებენ, …

ნახვა »

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, უმცა იქ ქვეყნის …

ნახვა »

უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა

უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის …

ნახვა »

თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, …

ნახვა »

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო …

ნახვა »

ისრაელის პარლამენტი დათხოვნილია, როდის ჩატარდება ვადამდელი არჩევნები?

ისრაელის 24-ე მოწვევის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post-ი წერს. საარჩევნო სიები პარტიებმა არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მის პარტია „იამინას“ კი არჩევნებზე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი აიელეთ შაკედი გაუძღვება. …

ნახვა »

მძიმე ბრალდება და 30 წლიანი პატიმრობა ამერიკელ მომღერალ R. Kelly-ს

ამერიკელ მუსიკოს R. Kelly-ს, რომელსაც ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის სქემის მართვაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიუიორკელმა მოსამართლემ 55 წლის მომღერალი სექსტრეფიკინგსა და შანტაჟში დამნაშავედ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნო. ჩიკაგოელ მუსიკოსს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა $100 ათასის ოდენობით. ამჯერად, სასამართლო დავა მის წინააღმდეგ სამ …

ნახვა »

პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთს

რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ …

ნახვა »

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს. „უკრაინელების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად რუსებმა კუნძულიდან სწრაფი ევაკუაცია განახორციელეს“, – ნათქვამია ოდესის საოლქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე სარაკეტო იერიში ხორციელდებოდა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია