დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს. მათი თქმით, ღაზას სექტორში დაშავებული პალესტინელი ბავშვები თვითმფრინავით არაბთა გაერთიანებული საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ეს დაპირებული დახმარების …
Read More »დმიტრო კულება – ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, სავარაუდოდ, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს. მისი თქმით ამის, მიზეზი „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები. „ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – …
Read More »ლონდონში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 126 ადამიანი დააკავა
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს. პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშში 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეთა დაახლოებით 150 – კაციანმა ჯგუფმა ფეიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკავებების სერია, რასაც მოჰყვა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის …
Read More »ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის, მაი ალ-კაილამის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება. „ბიბისი“ იუწყება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა …
Read More »ვოლოდიმირ ზელენსკი – ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა. მისი თქმით, ახლა მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ. „ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. …
Read More »ჯონ კირბი – „ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს
თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას გამოეხმაურა, მან თქვა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება. „ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა. „ჩვენ ვიცით, …
Read More »ისრაელის პრეზიდენტი – მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის
ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. „მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა …
Read More »ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება – “ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტრო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მონაცამების მიხედვით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტის და საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.
Read More »ელი კოენი -ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას –
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ტვიტერზე” გამოეხმაურა. „ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ელი კოენმა. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, …
Read More »ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ევროკავშირის სამიტის დასკვნითი განცხადება
ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ნათქვამია ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში. “ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, – წერია დასკვნით დოკუმენტში. დეკლარაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, …
Read More »