პოლიტიკა

მსოფლიო

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან. როგორც სომხური მედია წერს, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, …

ნახვა »

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება. „უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე – ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი …

ნახვა »

ჰელგა მარია შმიდი – ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა. სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით. „მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს …

ნახვა »

რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას „ტვიტერით“ თავად რობერტა მეცოლა და ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებენ. „კარგია დაბრუნება უკრაინაში მამაც ხალხთან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე. მათ ყველაფერი გაწირეს ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი არიან ევროპელები, რომელთა სახლი ევროკავშირშია“, – წერს …

ნახვა »

თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.  მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.  მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.  მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ნახვა »

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.  Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების …

ნახვა »

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი …

ნახვა »

ამერიკელმა ქალმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, ლატარიაში $1 მილიონი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მცხოვრებმა ლესლი ჰასტედმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს. ქალი ტელევიზორს უყურებდა, საიდანაც გაიგო, რომ მის ქალაქში შეძენილმა ბილეთმა ჯეკპოტი მოიგო. „როდესაც მოვისმინე, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, ცახცახი დავიწყე“, – იხსენებს ჰასტედი. როგორც აღმოჩნდა, ქალმა 1 მილიონი დოლარი …

ნახვა »

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური …

ნახვა »

პეტერბურგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა

პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა. აეროპორტმა ავიარეისების მიღება შეწყვიტა. აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც ნიშნავს სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ გეგმა „ხალიჩა“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შემოღებული. პეტერბურგის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია