პოლიტიკა

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა აღადგინა

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის „ბელტას“ ცნობით, ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინა ღალატის მუხლით გასამართლებული ჩინოვნიკებისთვის კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავენ ე.წ. „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას 6 მარტს მინსკში სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, …

ნახვა »

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. მათ კი, ვინც საქართველოშია, ურჩევენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს მოერიდონ. „რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნახვა »

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა. სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

ნახვა »

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თელ ავივში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დააკავეს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. სხვადასხვა ცნობებით, აქციაში 160 000 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი გაიმართა იერუსალიმშიც, სადაც აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური …

ნახვა »

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან. როგორც სომხური მედია წერს, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, …

ნახვა »

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება. „უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე – ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი …

ნახვა »

ჰელგა მარია შმიდი – ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა. სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით. „მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს …

ნახვა »

რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას „ტვიტერით“ თავად რობერტა მეცოლა და ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებენ. „კარგია დაბრუნება უკრაინაში მამაც ხალხთან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე. მათ ყველაფერი გაწირეს ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი არიან ევროპელები, რომელთა სახლი ევროკავშირშია“, – წერს …

ნახვა »

თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.  მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.  მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.  მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ნახვა »

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.  Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...