საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთელი თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა. მან განცხადება გასულ კვირას დაწერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას მოადგილე – ლევან კუპატაშვილი ასრულებს.
ნახვა »დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.
ნახვა »პარლამენტის ახალი რეგლამენტით რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის …
ნახვა »გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქნციებს უწესებს კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე წერია. მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს …
ნახვა »ომბუდსმენი – დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო
სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის განმარტებით, მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც …
ნახვა »ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს. შეზღუდვა შეეხება ოფიციალურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, მათ შორის — აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის …
ნახვა »ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ იმსჯელებენ. დებატები ადგილობრივი დროით დაახლოებით, 10:50 საათზე დაიწყება. ევროკომისიის სახელით განცხადებას დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დუბრავკა შუიცა გააკეთებს. ასევე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოვლენ.
ნახვა »აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა
საქართველოში აშშ-ს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა “ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა”. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის …
ნახვა »აქტუალური თემა
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შეფასება. გადაცემის სტუმრები: პოლიტიკის ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ლევან ლორთქიფანიძე
ნახვა »პარლამენტში 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. წითელი დონის მოქმედების პერიოდში საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის …
ნახვა »