პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა

რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სიას დაემატა საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი. „მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის …

ნახვა »

პოლიციამ სამ კილოგრამამდე „კოკაინის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების …

ნახვა »

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალია. ამგვარად, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70 დღეში გაიმართება. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტალიაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება. მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტს გადადგმის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის მიზეზი მისი მმართველი კოალიციის დაშლა იყო. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც …

ნახვა »

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. „არსებობს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს

პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა …

ნახვა »

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო reuters-ი  წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. ამასთან, ჯერჯრობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო …

ნახვა »

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირის …

ნახვა »

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი – არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია ან ავად არის

არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც …

ნახვა »

ნედ პრაისი: დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, პრესკონფერენციაზე ელჩ დეგნანსა და საქართველოზე ისაუბრა: “ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს …

ნახვა »

პიტერ დინკლიჯი „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს

პიტერ დინკლიჯი, რომელიც „სამეფო კარის თამაშში“ ტირიონ ლანისტერის როლით არის ცნობილი, „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პრეზიდენტი სნოუ იქნება, რომელსაც მეათე შიმშილის თამაშების ერთ-ერთ მონაწილის მენტორად ნიშნავენ. დინკლიჯი კასკა ჰაიბოტომის როლს შესრულებს, რომელიც ელიტური სასწავლო დაწესებულების – კაპიტოლიუმის აკადემიის დეკანია და სნოუზე დიდი გავლენა აქვს. „შიმშილის თამაშები“ ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ტრილოგიაზეა დაფუძნებული. სერიის პირველი ფილმი ეკრანებზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია