პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში იმართება

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს პირველი არჩევნებია, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიების ფართო მასშტაბის გამოყენებით ჩატარდება და ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 …

ნახვა »

მე მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტების საკითხის  განხილვისას განაცხადა, რომ საქართველო მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, თუმცა საჭიროა მოცდა, რომ მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცეს. „სახელმწიფოს მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს. მინდა კარგად ავუხსნა საზოგადოებას და პირველ რიგში მშობლებს. მე მესმის მათი …

ნახვა »

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის დიაგნოზზე, მის მკურნალობასა და მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა აქონდროპლაზიის დიაგნოზზე, მის მკურნალობასა და მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე. „მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ყველაზე მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელია ის, რომ ცნობილი არ არის მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივებში“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. …

ნახვა »

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა. ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ცნობით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ. მისი ინფორმაციით ეს ინციდენტი სასწავლო პროცესოს დროს მოხდა. პედაგოგმა შენიშნა გოგონების სისხლიანი ხელები. გოჩა დავითაძემ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამის უწყებას აცნობეს. “საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები …

ნახვა »

დონალდ ტრამპს ბრალი 34 მუხლით წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს 34 სხვადასხვა მუხლით. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად, ასევე ბრალად ედება ბიზნეს დოკუმენტაციის გაყალბება და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და …

ნახვა »

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით მიიღო “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა სავალდებულოა, რომ მან ამის შესახებ 12 საათის ვადაში, ნებისმიერი ფორმით, პროკურორს შეატყობინოს. ასევე, პროკურორი უფლებამოსილია, შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა. „ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბ-ბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშებს გვერდით უკვე აღმართეს.

ნახვა »

ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო დასკვნით, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, თებერვლის ვიზიტიდან, სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდა“. ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, 2 აპრილს, არასამუშაო დღეს მოინახულეს, რის გამოც პაციენტის მკურნალ ექიმს ვერ ესაუბრნენ და ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციას ვერ გაეცნენ. …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოს გადაწყდება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენის საკითხი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია გზის სიახლოვეს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა. კვირის ბოლოსათვის ცნობილი გახდება პირველადი შედეგი, რის საფუძველზეც შეფასდება, თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა რომ, მეწყრული უბნის შეისწავლიან როგორც ადგილობრივი, ასევე …

ნახვა »

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხის განხილვაა. კერძოდ: 1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არაგვი რეზორტი წილკანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი 2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია