პოლიტიკა

ომი უკრაინაში

ემანუელ მაკრონი – ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო – დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება

ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა. მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და, შეთანხმების მიხედვით, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს. პარალელურად, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა …

ნახვა »

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, – განაცხადა თეთრი სახლის …

ნახვა »

ზელენკსი – ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ, მსგავსი კამათი არ იყო კარგი არცერთი მხარისთვის

“ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ. მსგავსი კამათი არ იყო კარგი არცერთი მხარისთვის,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ტრამპისა და მისი ურთიერთობა გამოსწორდეს, ზელენსკიმ უპასუხა: “რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, რადგან ეს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ორი ქვეყნის პრეზიდენტის ურთიერთობა. ეს ისტორიული, ძლიერი …

ნახვა »

ზელენსკი – ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება ომის დასრულებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს. კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ მან განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები „ყველა ყველასათვის“ ფორმატში და ეს სამართლიანი ვარიანტია. „ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ …

ნახვა »

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ ინფორმაცია დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „თანხები აუცილებელ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება“, – წერს დენის შმიგალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ თანხები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებთან კოორდინაციით …

ნახვა »

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კურსკის ოლქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ასევე დაბომბა ხიდი სოფელ ზვანოეში, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის გლუშკოვოს რაიონის დაკავებას ცდილობენ. გლუშკოვოს რაიონის ნაწილი უკვე მოწყვეტილია რუსეთის კონტროლს – …

ნახვა »

ალექსანდრ სირსკი – კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო

კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სოფელ სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულებულია. „დღეს ჯარებმა კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებებით წინ წაიწიეს, ერთიდან ორ კილომეტრამდე. კიდევ 100 რუსი სამხედრო ტყვედ …

ნახვა »

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია