პოლიტიკა

ომი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას იყო ორი მიმართულებით: რივნოპოლი – სტარომაიორსკოეს მიმართულებით დონეცკის ოლქში და ბელოგორივკა – …

ნახვა »

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ. ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედროებმა და უკრაინის ქართულმა დიასპორამ გაავრცელეს. ჯონი ოდიშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონა მოხვედრილი, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. …

ნახვა »

ევგენი პრიგოჟინი – ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000

ევგენი პრიგოჟინი „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აცხადებს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის“, – ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000”, – თქვა მან აუდიო შეტყობინებაში და აღნოშნა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება. გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა …

ნახვა »

ვოლოდიმერ ზელენსკი – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა – გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს. „ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი – ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი – ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა – გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, – …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატო-ს ლიდერები შეხვედრისას შეთანხმდებიან, გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის“. „მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, ვილნიუსში, ნატო-ს …

ნახვა »

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ …

ნახვა »

ვოლოდიმერ ზელენსკი – მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალები სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას

რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს. „მტრის …

ნახვა »

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, …

ნახვა »

ცოცხალია ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზურაბ მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია

უკრაინაში მებრძოლ ქართველი სამხედროზე, ზურაბ მუშუქიაზე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი ფრონტზე გარდაცვალების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ მაშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. ინფორმაციისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია