რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაცია ტელეგრამზე ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. მისი თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.
ნახვა »უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, საქართველოს კიდევ ერთი ჯარისკაცი, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ. უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ, საომარ მოქმედებებში 39 ქართველი მეომარი დაიღუპა.
ნახვა »