პოლიტიკა

ომი უკრაინაში

ვოლოდიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში თქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად …

ნახვა »

რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალი – ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა. მისი განცხადებით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს …

ნახვა »

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა : „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს, რადგამაც ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. „საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი …

ნახვა »

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადასტურებს. ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე დაეჯახა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე. მომხდარის შედეგად არ არიან დაშავებულები. “დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე …

ნახვა »

ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე იერიში მიიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ქალაქის თავზე ამომავალი კვამლი. “ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ …

ნახვა »

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა არიან

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ნახვა »

ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.

ნახვა »

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ქალაქ კლინცისთან მოხდა. არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი რაკეტით ააფეთქეს. პილოტები დაიღუპნენ. რამდენიმე დღის წინ რუსული ვერტმფრენი ყირიმშიც ჩამოვარდა. შვეულმფრენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ალბათობა, რომ ის ვერტმფრენიც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია