პოლიტიკა

ომი უკრაინაში

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­მა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. “რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს,” – განაცხასა ზელენსკიმ. მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ჯგუფ­მა, ან­დრეი ერ­მა­კი­სა და მა­იკლ მა­კ­ფო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, წა­რად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს

უკრაინისა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. “სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – …

ნახვა »

ვლადიმერგ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა – კრემლი

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერგ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას სტურმობს, -. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – განაცხადეს …

ნახვა »

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით. “დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. უნდა აღინიშნოს, …

ნახვა »

უკრაინაში ომი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ  განაცხადა „ენბისისთან“ ინტერვიუში. „ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მორავიეცკიმ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო …

ნახვა »

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს – ვიქტორია ნულანდი

უკრაინული მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. „სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალით დახმარებას

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის (European Peace Facility) ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად €1 მილიარდის ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამ  გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკავშირი დააფინანსებს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალით ეხმარებიან. “დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს. შეტევა განხორციელდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, საბრძოლო მასალის საცავზე და ომის 5 რადიო-ელექტრონულ სადგურზე. უკრაინის სამხედრო სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის ინფომრაციით რუს სამხედროებს დიდი დანაკარგები აქვთ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და მარინკას მახლობლად, მისი ინფორმაციით რუსები …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით – უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით – უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 570 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათი თქმით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 636 ტანკს, 7 020 ჯავშანტექნიკას, 2 727 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 292 …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაცია ტელეგრამზე ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. მისი თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია