ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.
ნახვა »ელენე ხოშტარია – სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული
სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა და დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. „მას შემდეგ, რაც მე დავიწყე …
ნახვა »პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა
პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა. მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ
ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით „სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული“. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. …
ნახვა »ლატვია და ლიეტუვა საქართველოს გვერდით
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა. მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები: ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს …
ნახვა »შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ
დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მძიმე შეურაცხყოფის ფონზე, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა იყო , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს და „თან აქაური პოზიტივი თავისზე მიიწერონ“. „ …
ნახვა »ოპოზიციის მწვავე მიმართვები პრემიერს
მთავრობის მეთაურის პარლამენტში მოსმენას მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპპზიციურ სპექტრში. გთავაზობთ ხელისუფლების ოპონენტების მიმართვებს: რომან გოცირიძე – “ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან, კინწისკვრით გამოგვაგდებენ.” ეკა ხერხეულიძე – “საერთოდ რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ – როდესაც პრემიერის საეტაპო …
ნახვა »დავით უსუფაშვილი – 4 წელი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო, 10 წელი სასჯელი გამოვიწერე
„ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე; პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ისე „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის და პასუხს არავინ არაფერზე აგებს. „ჩვენ მივიღეთ კვლავ ლაპარაკი …
ნახვა »პრემიერის მოსმენა პარლამენტში და შეფასებები
მთავრობის მეთაურის მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა. მოხსენების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ხელსუფლების ოპონენტები …
ნახვა »