ახალი გამარჯვება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება დღეს, 9 აპრილს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალი აუცილებლად იზეიმებს. „ჩვენი გმირების მსხვერპლისა და ღვაწლის აღიარების, მთელი ჩვენი ქვეყნის სიმართლის …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე დაიწყება მუშაობა, მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით
დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით უნდა დავიწყოთ მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით შეთავაზებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, …
ნახვა »არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წარსულში თავად საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წარსულში თავად საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საზოგადოებას აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: – ირაკლი კობახიძე – 9 …
ნახვა »პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?
კანონპროექტის ხელახალი ინიციირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით, დასაფიქრებელია, ვისია ეს კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის. „ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია, ხელისუფლებას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. …
ნახვა »ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი …
ნახვა »ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა
ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა, საკითხი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე. განცხადება ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. „მინდა, ვისარგებლო …
ნახვა »ბექა ოდიშარია – თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით საზოგადოებას
თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გაკეთბულ შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით. ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული. ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მისთვის ნებისმიერი …
ნახვა »პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო
საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო. პარლამენტის სესიაზე „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა და „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს. „იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული“, – აღნიშნა ელისაშვილმა. ელისაშვილის ამ …
ნახვა »საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე …
ნახვა »„გირჩის“ ინიციატივას საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 2 აპრილის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. “გირჩის” პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს – დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით …
ნახვა »