პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს: ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ. ღარიბაშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის. „ძალიან კარგი შეხვედრა …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე – როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას, ჩვენი კარები არის ღია

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ რუსული მთავრობა, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას – ჩვენი კარი ღიაა. ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს – შემოგვიერთდეს, – ამის შესახებ პარტიული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა ვისთან, არ დაუკონკრეტებია. მან საზოგადოებას მოუწოდა, „ლელოს“ შეუერთდნენ, რადგან, მისი თქმით, …

ნახვა »

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ უტიაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ თავად დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზი არ განუმარტავს. „მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. …

ნახვა »

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას – 2008 წლის შემდეგ დავიჯერო არ გაგივლიათ ამ შენობის წინ? მაშინ არ შეგიმჩნევიათ ეს წარწერა?

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საკრებულოს შენობაზე განთავსებულ აბრაზე, სამენოვან წარწერათა შორის არსებული რუსულენოვანი წარწერის არსებობა გააპროტესტეს. “ნარატივი გაქვთ ასეთი – 2008-ში, ომის შემდეგ თქვენთვის რუსეთი არ იყო პრობლემა, რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, ვიზები გააუქმეთ და ახლა გახდა პრობლემა?“ „შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი თქვენგანი …

ნახვა »

გიორგი შარაშიძე თბილისის მერს საკრებულოში იბარებს კითხვებზე საპასუხოდ: რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა. შარაშიძის თქმით, თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მერმა კი უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?! …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება. „ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

ნახვა »

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა სრულად არის შესრულებული

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა. …

ნახვა »

პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია, დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში – ევროპარლმენტარი მარინა კალიურანდი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს …

ნახვა »

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლურია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდაჭერას გულისხმობს

ნიუ-იორკში, 77-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათივე ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია