ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ვერც ერთი მსგავსი ჩარევა ვერ მოუტანს მას წარმატებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. “ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით …
ნახვა »ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერად ლევან დავითაშვილი, ხოლო ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი დაასახელა
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები დაასახელა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ვიცეპრემიერები კი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი და წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც ვიცეპრემიერები იყვნენ. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი დაასახელა. …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი
ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საზოგადოების გაერთინება, რაც უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ სწრაფად გაწევრიანებაში. „მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის …
ნახვა »ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს. ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება. „პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა
მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის მონდომების …
ნახვა »ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ
უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს – “სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება”, წერს პრეზიდენტი. “ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო …
ნახვა »ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტზე – არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო – მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს
არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო – მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე „ვივამედიდან“ ჩართვისას. სააკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად გამბედაობა არ აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს. …
ნახვა »რატი ბრეგაძე – საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ბრეგაძის თქმით, უკიდურესი ცინიზმია, როცა ადამიანები, რომელთა დროსაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს საუბრობენ ადამიანების უფლებებზე. „არ შემიძლია …
ნახვა »