პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

ნახვა »

„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გამართავს

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი კონფერენცია 28 მარტს ბათუმში ჩატარდება. „მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. კონფერენციის …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე

ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა. „ყველას კარგად …

ნახვა »

სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა – ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ სიტყვებით Mea culpa, რაც ნიშნავს, დამნაშავე ვარ, გააგრძელეთ ორბანთან მეგობრობა 

პრემიერო, რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას, რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა სიტყვებით – Mea culpa, რაც „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს ლათინურად, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც სამადაშვილმა …

ნახვა »

ანალენა ბერბოკი – მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი

მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ბერბოკმა რეკომენდაციების შესრულების პროცესში ერთობლივ მუშაობას გაუსვა ხაზი. „ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის …

ნახვა »

გერმანიის საელჩო – ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე

ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს  მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება …

ნახვა »

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. არსებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია