პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ლელო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს

„ლელო“ უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ …

ნახვა »

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა. „საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი …

ნახვა »

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა.  კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა.  2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. ტაივანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ნენსი პელოსი კუნძულზე ერთი დღის განმავლობაში დარჩება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაიბეიში ჩასვლის ოფიციალური დრო ცნობილი არ არის. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა CNN-თან საუბარში კი განმარტა, რომ პენტაგონი 24 საათის განმავლობაშიმ მუშაობს და თვალს ადევნებს რეგიონში ჩინელების …

ნახვა »

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა. სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები. “როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ …

ნახვა »

ადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა

ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს. „რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ ვთქვათ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ბრძოლა დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი. ჩვენ საქართველოს ომში …

ნახვა »

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი. კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ …

ნახვა »

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ. პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ …

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ გვსურს, მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, –  ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი​ ავრცელებს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია …

ნახვა »

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა – კოსოვოს საზღვართან დაძაბულობა პიკზეა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. სერბეთის ავიაცია კოსოვოს საზღვართან მიემართება. ქვითარების ესკალაცია, მწვანე და წითელ ხაზებს შორის არსებულ მიწებზე დაიწყო, კოსოვოს ჩრდილოეთით. სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ორივე მხრიდან მიმდინარობს სამხედრო და საპოლიციო ნაწილების მობილიზება, ამავდროულად კოსოვოს სპეც. ნაწილებმა დაბლოკეს სერბეთიდან შემომავალი ყველა გზა, გაისმა გასროლის ხმა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია