“როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება.” – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ნახვა »ვოლსკი: ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს
“ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს. არსებობს გარკვეული თემები, რომლებიც ეხება მაგალითად ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ არავინ არც სვამს შეკითხვას იმ 308 ევროპარლამენტარის წინაშე, თუ რატომ შეურაცხყოფს და რატომ არის ასეთი აგრესიული დამოკიდებულება მათი მხრიდან საქართველოს მიმართ. თუმცა იგივე დამოკიდებულება აქვთ მაგალითად პოლონეთის მიმართ და აქაც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურული ინტერესი …
ნახვა »საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს – ჰუბერტ ქნირში
“საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება, საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი” – საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ გუშინ საღამოს, მიღებაზე გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. “თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ …
ნახვა »რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა
რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სიას დაემატა საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი. „მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის …
ნახვა »12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. დახურული შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ პარტიები, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს და სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება. ამასთან, დღევანდელ შეხვედრას ესწრება „გირჩი“, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული გეგმის მონაწილეა. ფოტო: ipn.ge
ნახვა »ლუკაშენკო – გავჩერდეთ, არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, წინ ბირთვული ომის უფსკრულია
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ მან ფრანგული სააგენტოსთვის – „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიგანაცხადა. ლუკაშენკო აუცილებლობად მიიჩნევს შეთანხმებას და „უკრაინაში ოპერაციის და ომის დასრულებას“, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ომი. „მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ ვიცხოვროთ. შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენს საუკუნეში, როცა ადამიანები …
ნახვა »ზურაბიშვილი: რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს – ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ჩასულიყვნენ და გაეგოთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ზურაბიშვილის თქმით, მას მინისტრისგან პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მისი თქმით ეს პროცესი, მეორე …
ნახვა »კობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილის შეფასებაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, განაცხადა, რომ ოცნებას პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის ინტერესი არ აქვს. „პრეზიდენტს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს
პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა …
ნახვა »ასლან ბჟანია – რუსეთი ბიჭვინთაში აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა
რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ ტყვარჩელში, ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრა. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, …
ნახვა »