ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო. „ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ …
ნახვა »სუს-ი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვის საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ., – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს …
ნახვა »ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს
ნახვა »პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი პრივილეგიები უქმდება
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი პრივილეგიები უქმდება. პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და ხვალ ორი კენჭისყრით საბოლოოდ მიიღებენ. დღევანდელ სხდომაზე მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონი, რომელშიც ცვლილებები შედის, არის ე.წ. „ბოკერია-რამიშვილის კანონი“, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს …
ნახვა »ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ. მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ხვალ ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ …
ნახვა »გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს
გიორგი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და …
ნახვა »ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ
ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის …
ნახვა »„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულის, ივანე გიგლემიანის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა, მისი …
ნახვა »შსს – ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან 1996 წელს …
ნახვა »ირაკლი ოქრუაშვილი – სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე
8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის მიუხედავად, ის ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდა და არსად მიმალულა. ამასთან, მან პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის …
ნახვა »