თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. „მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, …
ნახვა »თბილისსა და რეგიონებში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 14 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: ოთხი ავტომატი, რვა ცეცხლსასროლი იარაღი, შვიდი მჭიდი და 360 …
ნახვა »პროკურატურამ ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ანგარებითა და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. „ბრალდებულმა …
ნახვა »ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, გულგრილობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე, პასუხისგებაში 5 ადამიანი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის …
ნახვა »თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე …
ნახვა »სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ საქართველოს მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო …
ნახვა »მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული და მსჯავრდებული მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა. ირკვევა, რომ ერთადერთი უვადო პატიმარი ქალი საქართველოში, საკუთარ თანაკლასელზე დაქორწინდა. მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები მედიასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკთებენ. როგორც ჩანს, პაპიძე ამ გზით სასჯელის შემსუბუქებას ცდილობს.
ნახვა »ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმის პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. აბსოლუტურად …
ნახვა »უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს
რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების …
ნახვა »კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ
საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, …
ნახვა »