მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
ნახვა »ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს
ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 35 ადამიანი, მათ შორის 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს. Washington Post-ის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან კონგრესის წევრები ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიდი და ილჰან ომარი. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს „ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან“ და ქუჩის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა. აშშ-ის უზენაესმა …
ნახვა »30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში. „მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, …
ნახვა »სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მსჯავრდებული გვარამიაც. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გვარამიას გამოჩენას დარბაზში შეკრებულები ტაშით შეხვდნენ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარია და კახაბერ დამენია …
ნახვა »პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა
პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. „სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – აღნიშნა ბებიამ. ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი …
ნახვა »რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …
ნახვა »ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ …
ნახვა »მკვლელობა ფონიჭალაში
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე 19-109-ე მუხლებით დაიწყო, …
ნახვა »სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, …
ნახვა »მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო სხდომა დაიხურა
თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომის მიმდინარეობისას, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა სრულად დახურულ ფორმატში წარიმართოს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქმე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ეხება, მიზანშეწონილია, სხდომა საწყის ეტაპზევე დაიხუროს. შუამდგომლობას არ …
ნახვა »