პოლიტიკა

საზოგადოება

გიორგი ბაჩიაშვილი – უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო იძულებით დატოვა. “უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე …

ნახვა »

მზია ამაღლობელი მისი სურვილით კლინიკა „ვივამედიდან“პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

„ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა. მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ …

ნახვა »

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში შეუყვანეს ქალი, რომელსაც სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება

ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკაში სხეულის დაზიანებებით ქალი შეიყვანეს –  გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ნაცემია. IPN წერს, რომ, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა. არსებული ცნობებით, ვინ მიაყენა ქალს დაზიანებები ცნობილი არ არის, შსს საქმეს იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, …

ნახვა »

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო. „ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმეა. ამ დღეებში ექიმების …

ნახვა »

პროტესტის 66-ე თბილისსა და რეგიონებში

პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, 1 თებერვალს თბილისში 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან. ხოლო რეგიონებში, ახალციხეში, 18:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „- არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან; ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე, ველომსვლელობა „თავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის!“ 18:00 საათზე, …

ნახვა »

მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

ნახვა »

„ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება, – განაცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. „მოგეხსენებათ ეს არის ბაზრობის ტერიტორია, ამიტომ აალებადი მასალა ძალიან ბევრია, რამაც დროში გააჭიანურა ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის …

ნახვა »

შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. დღის განმავლობაში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. ამის მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. მომხდარ კიბერშეტევაზე დღეს …

ნახვა »

დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით – ნინო ლომჯარია

დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება, – აცხადებდ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია. ლომჯარიას თქმით, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, …

ნახვა »

შსს-მ პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, მისი თქმით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია