“დროას“ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატეს. პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს ორი მოქალაქის და იურიდიული პირის დამატება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება ცალკეული პირებისა და კომპანიების დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას იწყებს. …
ნახვა »რუსული Red Wings-ი საქართველოში ავიამიმოსვლას 15 ივნისიდან დაიწყებს
რუსული Red Wings-ის პირველ რეისებს სოჭიდან თბილისში 15 ივნისსა და 20 ივნისს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამას გარდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელებას. მათი ცნობით, ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება.
ნახვა »კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი, სადაც ერთი ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ჯებირები ახლა გადანგრეულია
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი სადაც ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ახლა ჯებირები გადანგრეულია. კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაში იყო ეს პიროვნება თხრილში ჩავარდნისას, თუმცა აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. „რა თქმა …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. „მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. …
ნახვა »წერეთლის გამზირზე მოქალაქე ორმოში ჩავარდა
წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
ნახვა »დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება
“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა. „ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ეს ყველასთვის შესამჩნევია. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს თუ როგორ ღელავენ და დაკარგეს წონასწორობა პრეზიდენტთან ურთიერთობაში მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილის სურათის ნაცვლად, საკუთარი …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება, რომ უკრაინაში ომი უკრაინის მიერ პროვოცირებული იყო ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით, კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია – რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. “როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გამოიწვია უკრაინის მიერ პროვოცირებული, ნატოში გაწევრიანების მოთხოვნამ, ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არავის უთქვამს, არც ერთი თანამდებობის პირს. ეს იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს …
ნახვა »ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას – ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა. თუმცა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა მას. „რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ურთიერთობას – ეს მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო …
ნახვა »უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელწოდება “გრუზია” უნდა ჩანაცვლდეს სახელით “ Сакартвело”
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკრაინულ ენაზე საქართველოს სახელწოდება აღარ იქნება “გრუზია” და მას – “საქართველო” ეწოდება. კანონპროექტი რადაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაარეგისტრირეს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ოფიციალური თბილისი უკვე თითქმის 15 წლის განმავლობაში არწმუნებს თავის საერთაშორისო პარტნიორებს უარი თქვან სახელწოდებაზე “გრუზია”, რომელიც რუსიფიცირებულად …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელზედაც ის სპორტდარბაზი იმყოფებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს. მისი თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც აუზზე იმყოფება, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. „26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. …
ნახვა »