პოლიტიკა

საზოგადოება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების ინფორმაციით, მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა …

ნახვა »

საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა. მათივე განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და მას მიენიჭა უფლება სხვა ბევრ ქვეყანას შორის გაეწია მასპინძლობა …

ნახვა »

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს, დღესასწაული 3 დღე გრძელდება. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.  ტრადიციის მიხედვით, მუსლიმები, განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღისთვის. დილის ლოცვის შემდეგ, მორწმუნეები შინაურ პირუტყვს კლავენ და ხორცს მეზობლებსა და გაჭირვებულებს უზიარებენ. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია …

ნახვა »

2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ – თამარ ბარკალაია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შეაფასა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა,  რომ ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და უკნასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდა, ოჯახების გაძლიერება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები …

ნახვა »

საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს

საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები დაიწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი ასეთი იქნება: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია. „აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების …

ნახვა »

უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული, გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში …

ნახვა »

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

თერჯოლაში შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნახვა »

მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს – დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, 51%-ზე უარს ამბობს და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. ასევე აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. “მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ …

ნახვა »

23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კი 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის …

ნახვა »

საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებებები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია