არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან …
ნახვა »სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, …
ნახვა »საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა მოქმედებდა 2019 წლის ზაფხულიდან, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა. “საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც …
ნახვა »რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს ნიშნავს თბილისის მიმართულებით
რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციიღ ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოხსნას აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენებსა და ტურების …
ნახვა »ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარი გახდება
ძაღლის ღია სივრცეში ტარებაზე საბელის ან ალიკაპის გარეშე ტარებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მოამზადდა. კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, …
ნახვა »წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობები, მე-19 საუკუნის სამარხები
თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოაჩინეს მიწისქვეშა ნაგებობები, სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის დროინდელი სამარხებია. მათივე ინფორმაციით, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით, შესაბამისი წესების დაცვით და …
ნახვა »საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „გარდენია შევარდნაძეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „გარდენია შევარდნაძეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაცია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურაბ შევარდნაძე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ეზოში „ცისფერყანწელების“ ბაღი მოეწყოს. „მაისის დიდი შეთანხმებებიდან მეორე – დღეს, გარდენია …
ნახვა »უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. „ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. …
ნახვა »აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ “ქოლ-ცენტრების” საქმეს ეხება
აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებული სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ამოიღებულია კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
ნახვა »