შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად. „აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. უწყების განმარტებით, …
ნახვა »კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა ექსპერტიზა. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის …
ნახვა »მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე
ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა და ეკოლოგიას საფრთხეს უქმნის. ურბანისტები ამბობენ, რომ ქაოსური განაშენიანება, განსაკუთრებით მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა, კურორტების ტურისტულ პოტენციალს ამცირებს. ბაკურიანში, 2024 წელს 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბინების გაყიდვაში, თუმცა ამ მშენებლობების უმეტესობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ურბანისტები მიიჩნევენ, რომ კურორტები …
ნახვა »თბილისის მასშტაბით 2100-ზე მეტი გამათბობელი ავარიულ მდგომარეობაშია
ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის გამათბობლების შემოწმება უკვე მიმდინარეობს. ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის თქმით, წელსაც რთული მდგომარეობაა, ამ დროისთვის შემოწმებული გამათბობლების 2100-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. “სოკარ ჯორჯია”-მ და “საქოგგაზი”-მ 170 000 აბონენტიდან 43 000-ის გამათბობლები ვერ შეამოწმეს, რადგან ისინი სახლში არ შეუშვეს. მოქალაქეებს შეეძლებათ გამათბობლების შემოწმება კომპანიის …
ნახვა »სიახლე Apple-ის წარმოებაში
გაზაფხულზე Apple-ი გამოუშვებს ახალ პროდუქტს – ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება, – წერს Reuters. Apple-ს სურს დაეწიოს კონკურენტებს „ჭკვიანი სახლის“ ბაზარზე. კედლის AI-პლანშეტი შეძლებს აკონტროლოს და მართოს სახლში არსებული ტექნიკა, ასევე ჩაატაროს ვიდეო-კონფერენციები. კომპანიაში სჯერათ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტი გახდება ძლიერი მოთამაშე „ჭკვიანი სახლის“ სეგმენტში. მის შექმნაზე სპეციალისტები …
ნახვა »პროკურატურა – დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ …
ნახვა »სეზონის გახსნიდან 2 თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 – გურიაში, 12 – კახეთში, ასევე 12 – სამცხე-ჯავახეთში, 7 – აჭარაში, 2 კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 …
ნახვა »სასიხარულო ინფორმაცია ქართველი მძღოლებისთვის
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის …
ნახვა »საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზე, რაჭაშიც იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
ნახვა »საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ იქნება შესაძლებელი
4 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პროგრამის …
ნახვა »