სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული …
ნახვა »ბრიტანეთი წელს კიბოს ვაქცინის ადამიანებზე ცდებს დაიწყებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყება, რომ თანამშრომლობს გერმანულ კომპანია BioNTech-თან და შემოდგომაზე, ერთობლივად დაიწყებენ კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ცდებს. პროექტის ფარგლებში, ვაქცინები შექმნილია mRNA ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად შექმნა ეფექტიანი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. ახალი პროექტის მიზანია, გაერთიანებულ სამეფო 2030 წლამდე მიაწოდოს 10 000 პერსონალიზებული სამკურნალო საშუალება. ცდები არაუგვიანეს შემოდგომამდე დაიწყება. კიბოს …
ნახვა »8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. გარდა …
ნახვა »მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. როგორც მთავრობის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის …
ნახვა »გარდაიცვალა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდიუსერმა დაუდასტურა. ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული …
ნახვა »მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება
მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს. მინისტრის …
ნახვა »აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.
ნახვა »ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა – არის მსხვერპლი
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტაში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტაში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის …
ნახვა »Onyx Wing Studio-მ ქართული თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა
შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი პირველი ქართული კომპიუტერული თამაში იყო, რომლის გრაფიკამ და მუსიკამ როგორც შარქების, ასევე ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. Onyx Wings Studio-მ თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Steam – გადადით ლინკზე და დაამატეთ თამაში Wishlist-ში, რათა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ …
ნახვა »მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს
ექსპერტებმა 13 ჯიშის 1000-ზე მეტი ძაღლი კოგნიტიური და ქცევითი დავალებების კომპეტენტურობაზე შეამოწმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. მსოფლიოში არსებობს მოსაზრება, რომ ბორდერ კოლი თავისი სმენისა და მუშაობის უნარით ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. თუმცა, მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინოა, ასევე ცნობილი, როგორც ბელგიური ნაგაზი შესაძლოა ყველაზე ინტელექტუალი ძაღლი იყოს. მალინოა …
ნახვა »