მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს. მინისტრის …
ნახვა »აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.
ნახვა »ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა – არის მსხვერპლი
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტაში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტაში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის …
ნახვა »Onyx Wing Studio-მ ქართული თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა
შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი პირველი ქართული კომპიუტერული თამაში იყო, რომლის გრაფიკამ და მუსიკამ როგორც შარქების, ასევე ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. Onyx Wings Studio-მ თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Steam – გადადით ლინკზე და დაამატეთ თამაში Wishlist-ში, რათა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ …
ნახვა »მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს
ექსპერტებმა 13 ჯიშის 1000-ზე მეტი ძაღლი კოგნიტიური და ქცევითი დავალებების კომპეტენტურობაზე შეამოწმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. მსოფლიოში არსებობს მოსაზრება, რომ ბორდერ კოლი თავისი სმენისა და მუშაობის უნარით ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. თუმცა, მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინოა, ასევე ცნობილი, როგორც ბელგიური ნაგაზი შესაძლოა ყველაზე ინტელექტუალი ძაღლი იყოს. მალინოა …
ნახვა »კახეთი New York Times-ის 2023 წლის სამოგზაურო რეკომენდაციებში მოხვდა
New York Times-მა 2023 წლისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ რომელ ქვეყნებში უნდა ვიმოგზაუროთ მსოფლიოს მასშტაბით. როგორც თავად აღნიშნავენ, პანდემიის დასრულებამ სამყაროს შესწავლისადმი სწრაფვა კიდევ უფრო გააღრმავა და ამიტომაც შეარჩიეს 52 ქვეყანა, რომელთა შორისაც, 23-ე ადგილას მოხვდა კახეთი. ასევე, სიას თან დაურთეს მოკლე ინფორმაცია, თუ რითაა კონკრეტული ქვეყანა გამორჩეული — საკვების, კულტურის, თავგადასავლების თუ …
ნახვა »ძლიერი ქარის გამო სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება
დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. “გუშინ გვიან საღამოს ენერგო-პრო ჯორჯიამ შეძლო აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა დღეს დილით კვლავ გაუარესდა ამინდი და სამეგრელოს, იმერეთის და …
ნახვა »Human Rights Watch – საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა
მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული. Human Rights Watch-ის ანარიშში ასახულია ფაქტები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლება შეიზღუდა. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2022 წელს „გახშირდა ჟურნალისტებზე …
ნახვა »10 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს
2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 969-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა …
ნახვა »უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, მათივე ცნობით, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, ხოლო …
ნახვა »