პოლიტიკა

საზოგადოება

თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობა სცადა. ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.9 ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ნახვა »

დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის …

ნახვა »

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს. ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით. …

ნახვა »

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა …

ნახვა »

წალკასთან ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, წალკასთან, ამჯერად სოფელ სალამალეიქისთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.  მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სოფელ მამიშლართან მოხდა.  

ნახვა »

ერთ-ერთ მეტროსადგურზე, მგზავრი ბაქანიდან გადავარდა, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა.  „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა

ნახვა »

დოროყაშვილი: მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ქალებს, თქვა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სული

ნელი დოროყაშვილი ამბობს, სასამართლო დავას გააგრძელებს და სამართლიანობას მიაღწევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.  “მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას …

ნახვა »

ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიშა კაპლანიშვილი დაიღუპა. ის ომის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იყო. მონაწილეობდა ხარკოვის ცნობილ კონტრშეტევაში და საკუთარი წვლილი შეიტანა არაერთი უკრაინული დასახლების გათავისუფლებაში.

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც​​.  ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წელს 1 880 დასაქმებული გაეთიშა, მათგან 302 კი ხელახლა გაწევრიანდა

დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წლის განმავლობაში 1 880 დასაქმებული გაეთიშა. აღნიშნულ პერიოდში, საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. გიორგი დანელია ამ წუთებში დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს 2021 ანგარიშს აცნობს. „2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია