თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ “გოცირიძის” მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ “დიდუბიდან” “სადგურის მოედნამდე”. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “დიდუბემდე” და “სადგურის მოედნიდან” “ვარკეთილამდე” . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ნახვა »მწვერვალ თეთნულდზე ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ, ჯგუფი ფეხით მიემართება, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდთან ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ. უწყების ცნობით, მათ დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი უკვე მიემართება. ამასთან, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია
მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ქვეყნის …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. „14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი …
ნახვა »დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ
ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი …
ნახვა »სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან …
ნახვა »ჩინეთში 35 ადამიანი ახალი ვირუსით დაინფიცირდა
ჩინელი მეცნიერები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 35 ადამიანის ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს სწავლობენ, – ამის შესახებ BBC წერს. ვირუსით, რომელსაც მედია Langya-ს ((LayV) სახელით მოიხსენიებს, ადამიანები შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში დაინფიცირდნენ. ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი ცხოველებისგან გადაედოთ. ამ დრომდე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. „ბევრ ინფიცირებულს ჰქონდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, …
ნახვა »მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის დროს მან წონაში 11 კილოგრამი დაიკლო. როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 …
ნახვა »McCann Tbilisi-მა ACAG-ის პრინტ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოთა ასოციაციის მორიგ კონკურსში McCann Tbilisi-ის გუნდმა კიდევ ერთი პირველი ადგილი მოიპოვა. კონკურსი არასამთავრობო პლატფორმა GrlzWave-ის დაკვეთითა და მხა-რდაჭერით ჩატარდა. სააგენტოების ამოცანა იყო შექმნილიყო პოსტერი, რომელიც ქალებს მკერდის რეგულარული სკრინინგისა და ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისკენ მოუწოდებდა. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ პოსტერს არ უნდა გაეკეთებინა აქცენტი ძუძუს …
ნახვა »სამხრეთ კორეის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა
გადაუღებელ წვიმას სამხრეთ კორეის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 14 დაშავდა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. სტიქიის გამო ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის შედეგად დაღუპულების უმეტესობა ნახევრადსარდაფის ტიპის სახლების მცხოვრებლები არიან, მათ შორის არის 13 წლის გოგონა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქიის გამო 163 ადამიანი …
ნახვა »