პოლიტიკა

საზოგადოება

2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა …

ნახვა »

გიგი უგულავა – დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება

”დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა” – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში …

ნახვა »

კასს ლენდის “ბრილიანტის” ხიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე კომპანია KASS LAND-მა, მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობისთვის 120 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. დაშბაშის კანიონის ხეობის მოსანახულებლად მისულ ვიზიტორებს, წინ საოცარი თავგადასავალი და უნიკალური სანახაობა ელოდებათ. ულამაზესი ხედები, პანორამული გადასახედები, ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკები, მოსასვენებელი კოტეჯები და რაც მთავარია, მსოფლიოში უნიკალური 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუა …

ნახვა »

პრემიერი – როგორც კი საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, ჩვენ ბრიუსელთან მაშინვე დავიწყებთ მუშაობას

ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ  რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. მისივე განმარტებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში „ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა …

ნახვა »

ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა

მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულბით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი: N540 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა …

ნახვა »

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს

ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური …

ნახვა »

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი – წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით. ამასთან, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია