პოლიტიკა

საზოგადოება

სოსო ფხაკაძე – ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვნახოთ, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს რუსეთი

კომპანია “ვისოლის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს ავტომატურ რეჟიმში საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუმცა, როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე როგორც მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლება, არ იცის. „ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? – ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან …

ნახვა »

პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს. ლაშა ტუღუშის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ საჭიროა პროცესს ჰქონდეს ნდობა, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისი …

ნახვა »

ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს

ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს. კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ …

ნახვა »

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა. „ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა …

ნახვა »

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს

საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახეზე შავი ფერი აქვს, ხელები კი დამჭკნარი. როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. “ძალიან ცუდად არის. შავი ფერი აქვს სახეზე, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა. რაც …

ნახვა »

ხელოვნების მუზეუმი ”მიხაილოვის საავადმყოფოს” ნაცვლად

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ მალე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება. ინიციატივა ბათუმელ ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 16 მილიონ ლარად შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით. რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს …

ნახვა »

რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას ქალებს მისცემს

რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას, ისტორიაში პირველად, ქალებს მისცემს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „მე ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცე. ახლა გვყავს ვატიკანის მერის მოადგილე ქალი. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება“,  – განაცხადა რომის პაპმა. კომიტეტის წევრები, რომლებიც …

ნახვა »

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკს?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის ელოდებიან. თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას სიფხიზლისკენ, ვაქცინაციასა და პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს. ცერცვძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად …

ნახვა »

მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია