26 მაისსსაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: ქ. რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა …
ნახვა »პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებები გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გადაეგზავნა
უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აქვეყნებს. “საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა …
ნახვა »უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქციაა დაგეგმილი
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქციაა დაგეგმილი. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით – „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება. „არ ვშინდებით, არ ვიღლებით – ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!”- აღნიშნავენ ორგანიზატორები. კანონის …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. კობახიძე იმედოვნებს, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ჯანსაღ დისკუსიაში. „„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც მინდა, აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი, ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ?!
წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?! – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ხელისუფლება უმძიმეს დანაშაულს აწერს ხელს. “წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. „გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებსა და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს …
ნახვა »ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა. ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრისკენ, …
ნახვა »არასამთავრობო ორგანიზაციები – „რუსული კანონის“ დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს
„რუსული კანონის“ დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავებების, არაადამიანური მოპყრობის და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკას განაგრძობს. საია-ს ინფორმაციით, 15 აპრილიდან …
ნახვა »სახალხო დამცველი – პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი -კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში
სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდოარასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. ამასთან, როგორც ომბუდსმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, [აქციაზე] ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი …
ნახვა »