პოლიტიკა

Recent Posts

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ …

ნახვა »

დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა

18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტების სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. …

ნახვა »

თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე. ნატოში ფინეთისა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია