პოლიტიკა

Recent Posts

ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ მისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ ატომური ელეტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს. მისივე თქმით, რუსეთი ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს და იქიდან უკრაინულ ძალებს ცეცხლს უხსნის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ატომური იარაღის გავრცელების შეკავებასთან დაკავშირებით გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. …

ნახვა »

ძლიერი აფეთქება მიკოლაევში

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქზე ძლიერი თავდასხმა ადგილობრივი დროით, 04:00 საათზე მოხდა და ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

ნახვა »

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია