პოლიტიკა

Recent Posts

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევის ოლქის ქალაქ ირპინში იმყოფებოდნენ. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ქალაქის მონახულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინის არმიის გმირობა შეაქო და განაცხადა, რომ მათ რუსული ძალების „ბარბაროსობის კვალი“ იხილეს. ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

ნახვა »

საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან საფრანგეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია“, – განაცხადა კლემან ბონმა France Info-სთან.

ნახვა »

ოლექსი რეზნიკოვი – ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა. „ამას …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია