პოლიტიკა

Recent Posts

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია

გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. „თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას …

ნახვა »

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია