პოლიტიკა

Recent Posts

ხატია დეკანოიძე – სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში. „მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.

ნახვა »

რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა. მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს. „რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია