პოლიტიკა

Recent Posts

შალვა პაპუაშვილი – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა

მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე წერს. „ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში“ …

ნახვა »

სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ

მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი. მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, გახდეს ევროკავშირის წევრი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია