პოლიტიკა

TimeLine Layout

ივნისი, 2022

  • 27 ივნისი

    იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

    ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ. მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის. „მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    ქართველი ექსპერტების ჯგუფმა იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართა

    სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს. წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია

    დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქცს. ორ გვერდიან დოკუმენტში გზავნილები მკაფიოდაა გაწერილი. როგორ აპირებენ მხარეები რეკომენდაციების შესრულებას – მმართველი გუნდი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნავენ, …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    მოლდოვის პრეზიდენტი კიევშია

    მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჩავა. კერძოდ, ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების მონახულების შემდეგ მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    მარიუპოლის დანგრეული შენობის ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

    მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში,  საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ანდრიუშჩენკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაინგრა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან საპორტო ქალაქი მარიუპოლი მთელი კვირის განმავლობაში იბომბებოდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    ტრაგედია მარნეულში – აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს. ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე დაღუპული იყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. „კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო. ნაყოფის ამოყვანისას, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – ამბობს …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება

    „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    გურამ მაჭარაშვილი – არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს

    მმართველ გუნდში დავით არახამიას განცხადებას ეხმაურებიან.  გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რადგან მას საქართველოში დესტრუქცია სურს. „არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი განცხადება, რომ გვარებს დაასახელებს, …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    უკრაინის გენშტაბი – მტერი ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას ცდილობს

    დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები ბომბავენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვოვჩოიარივკას, ლოსკუტივკასა და ვერხნოკამიანკას ტერიტორიებზე. მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა განაგრძეს სამოქალაქო …

    ნახვა »
  • 27 ივნისი

    შსს – მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებები უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ …

    ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია