პოლიტიკა

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ნაგოიას სუპერტურნირზე

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა.

ლევან გორგაძე მერვე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ქართველ სუმოისტს ბალანსზე 2 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, მის მეტოქეს კი 4-დან 4 გამარჯვება.

ივლისის სუპერტურნირზე ნიშიკიგის წაუგებელი სერია ლევანმა შეწყვიტა. მეტოქემ ქართველი სუმოისტის მძლავრ მიძალებას ვერ გაუძლო და ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დოჰიოდან გადაიყვანა.

ლევან გორგაძე მომდევნო შეხვედრას ხვალ, 15 ივლისს ჩაატარებს და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია