პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა, მათ შორის 13 წლის ბავშვი.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. „დაინგრა ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ. დაზიანდა 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ნიკოპოლის 6000-ზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – აღნიშნა რეზნიჩენკომ.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია