პოლიტიკა

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

„შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დაიბრუნა 45 დამცველის ცხედარი“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია