პოლიტიკა

დმიტრო კულება – უცხოელი კოლეგებისგან გარანტიები მივიღე, რომ უკრაინისთვის დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება

უცხოელი კოლეგებისგან გარანტიები მივიღე, რომ უკრაინისთვის დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

„დღეს დახურულ კარს მიღმა მოვისმინე, და ყველამ აღნიშნა ეს, კატეგორიული „არა“ ომისგან დაღლილობის ნებისმიერ მინიშნებაზე და არა ნაკლებად კატეგორიული „დიახ“ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებასა და გაზრდაზე. სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო უკეთ იყო, ვიდრე მოველოდი ამ მხრივ. კოლეგებმა არა მხოლოდ მოახდინეს რაღაცების კონსტატაცია, არამედ რეალურად დაადასტურეს, რომ დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც,” – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებსა და მთავრობებში არანაირ ომისგან დაღლილობაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეეძლოთ არაფერი არ ეთქვათ. ეს გამოსვლების ერთ-ერთი საკვანძო თეზისი იყო, რომელიც მოვისმინე“, – განაცხადა კულებამ.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება

ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია