პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი – დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს

ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ნახსენები და არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, სხვადასხვა აქტივისტის, მედიის წარმომადგენლების, თქვენი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენები და ა.შ. ასევე ამას დამატებული სიტუაცია, ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც არის უკიდურესად მდიდარი და რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას, ასე რომ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო არ არის, თუ გყავთ ისეთი მდიდარი ბიზნესმენები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და ის მთელ სტრუქტურაზე გავლენას ახდენს, სახელმწიფოს ხელში ჩაგდება – აი, როგორ ვუწოდებთ ჩვენ ამას.

ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ნახსენები და არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაგულბას სასახლეში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია